კითხვების მართვა

კითხვების სია

კითხვების სია ჩანს კატეგორიაში Questions. იგი ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან.

კითხვების სანახავად ჯერ საჭიროა შესაბამისი კითხვის ბანკის გახსნა:

  1. მთავარ მენიუში ჩამოშალეთ Questions

  2. აირჩიეთ View all question banks

  3. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ სასურველი კითხვის ბანკი

  4. დააჭირეთ Select the question bank

კითხვის დამატება

ახალი კითხვის დასამატებლად:

  1. კითხვების სიის ფორმაზე დააჭირეთ Add Question

  2. მენიუში აირჩიეთ სასურველი კითხვის ტიპი

  3. შეავსეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და შეინახეთ კითხვა

კითხვის რედაქტირება

კითხვის რედაქტირება შესაძლებელია კითხვების სიიდან:

  1. მონიშნეთ სასურველი კითხვა

  2. კითხვის მენიუში აირჩიეთ Edit

კითხვის წაშლა

კითხვის წაშლა შესაძლებელია კითხვების სიიდან:

  1. მონიშნეთ სასურველი კითხვა

  2. კითხვის მენიუში აირჩიეთ Delete

თუ კითხვა უკვე გამოყენებულია სტუდენტთა ტესტირების დროს, ეს ინფორმაცია არ იშლება და რეპორტებში კვლავ შესაძლებელია მისი ნახვა

კითხვებში დუბლიკატების ძიება

კითხვის ბანკში სრული ან ნაწილობრივ მსგავსი კითხვების აღმოსაჩენად გამოიყენება დუბლიკატების ფუნქცია.

იმისათვის, რომ შეამოწმოთ დუბლიკატები კითხვის ბანკში:

  1. აირჩიეთ სასურველი კითხვის ბანკი

  2. გამოსულ ფორმაზე გამოჩნდება სავარაუდო დუბლიკატები

  3. რომელიმე კითხვის მონიშვნისას, სიის სახით გამოჩნდება სავარაუდო დუბლიკატები

Duplicate Score

ზედა ნაწილში არსებული Score საშუალებას იძლევა გაზარდოთ ან შეამციროთ კითხვების ერთმანეთთან მსგავსების ალბათობა.

რაც უფრო მცირე რიცხვია Score, მით უფრო მეტი სიხისტით შემოწმდება დუბლიკატები.

Last updated