კითხვის ბანკები

კითხვის ბანკი გამოიყენება კითხვების ერთ, ლოგიკურ ჯგუფში გასაერთიანებლად.

კითხვის ბანკების სია

კითხვის ბანკების ერთიანი სია ჩანს კატეგორიაში View all question banks. იგი ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:

კითხვის ბანკის შექმნა

კითხვის ბანკის შექმნა შესაძლებელია, როგორც მთავარი მენიუდან, ასევე კითხვის ბანკების კატეგორიიდან.

დამატების დროს სავალდებულოა მხოლოდ კითხვის ბანკის სახელი.

კითხვის ბანკის სახელი უნდა იყოს უნიკალური

კითხვის ბანკის რედაქტირება

კითხვის ბანკის სახელის რედაქტირება შესაძლებელია კითხვის ბანკების კატეგორიიდან:

  1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი

  2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Edit

კითხვის ბანკის წაშლა

კითხვის ბანკის წაშლა შესაძლებელია კითხვის ბანკის კატეგორიიდან:

  1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი

  2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Delete

წაიშლება, როგორც კითხვის ბანკი, ასევე მასში არსებული ყველა კითხვა

თუ რომელიმე კითხვა უკვე გამოყენებულია სტუდენტთა ტესტირების დროს, ეს ინფორმაცია არ იშლება და რეპორტებში ისევ შესაძლებელია მისი ნახვა

კითხვების გადატანა ერთი კითხვის ბანკიდან მეორეში

კითხვების გადატანა არის პროცესი, როდესაც ყველა კითხვა ერთი კითხვის ბანკიდან გადადის მეორეში.

კითხვების გადასატანად:

  1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი

  2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Move Questions

  3. გამოსულ ფორმაზე აირჩიეთ ის კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების გადატანა

კითხვების იმპორტი

კითხვების დამატების ალტერნატიული გზა არის მათი იმპორტი Microsoft Excel-ის ფაილიდან.

ExamJet საშუალებას გაძლევთ წინასწარ გააკეთოთ კითხვების და სავარაუდო პასუხების სია Microsoft Excel-ის ფაილში და შემდეგ ერთიანად შეიტანოთ პროგრამაში.

კითხვების იმპორტისთვის:

  1. გახსენით კითხვის ბანკების სია

  2. აირჩიეთ Import Questions

  3. გადმოწერეთ შაბლონი და შეავსეთ (1)

  4. აირჩიეთ შევსებული ფაილი ღილაკით Choose (2)

  5. ატვირთეთ ფაილი ღილაკით Upload (3)

  6. აირჩიეთ კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების იმპორტი

Last updated