ტესტის დამატება

ტესტის შექმნა შესაძლებელია ტესტების კატეგორიიდან. ამისთვის, დააჭირეთ ღილაკს Create Test.

ტესტის შექმნა რამდენიმე ნაბიჯად გაყოფილი პროცესია, ხოლო შესატანი ინფორმაცია დაჯგუფებულია:

  1. Test Info

  2. Question Banks

  3. Student Groups

  4. Test Settings

  5. Publish the Test

Test Info

ზოგადი ინფორმაცია ტესტზე:

  1. ტესტის სახელი

  2. ტესტის აღწერა

  3. შეფასების სისტემა

Question Banks

ამ ჯგუფში ივსება ინფორმაცია:

  1. კითხვების საერთო რაოდენობა, რომლებიც ტესტში უნდა იყოს

  2. ინფორმაცია თითოეულ კითხვის ბანკზე

  3. კითხვების არჩევის მეთოდი

Questions in Test

კითხვების საერთო რაოდენობა, რომლებიც შეხვდება სტუდენტს.

Question selection

არსებობს კითხვების შერჩევის შემდეგი მეთოდები:

  1. Select the percentage of questions from each Question Bank. ტესტის გენერაციის დროს კითხვების არჩევა მოხდება იმ პროცენტულობით, რა რიცხვიც არის მითითებული თითოეული კითხვის ბანკის გასწვრივ

  2. Select the exact number of questions from each Question Bank. კითხვების არჩევა მოხდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც არის მითითებული თითოეული კითხვის ბანკის გასწვრივ

  3. Full random selection. კითხვების არჩევა მოხდება სრულად შემთხვევითი გზით დამატებული კითხვის ბანკებიდან

  4. Identical number of questions from selected Question Banks. თითოეული კითხვის ბანკიდან მოხდება კითხვების თანაბრად არჩევა

Question Banks

სიაში დამატებული თითოეული ბანკი გამოყენებული იქნება ტესტის გენერაციისას.

მათ გამოყენების მეთოდს განსაზღვრავს პარამეტრი Question selection.

თუ Question selection პარამეტრი ითვალისწინებს კითხვების რაოდენობის ან მათი პროცენტული რაოდენობის არჩევას, თითოეული კითხვის ბანკის გასწვრივ გამოჩნდება შესაბამისი ველი, რომლის შევსებაც სავალდებულოა.

Student Groups

სტუდენტთა სია, ვისთვისაც განკუთვნილია ეს ტესტი.

არსებობს ტესტზე წვდომის ორი სახე:

  1. Undefined student list, როდესაც წინასწარ უცნობია სტუდენტთა სახელები ან მათი აღრიცხვა არ არის სავალდებულო

  2. Generate access codes, როდესაც თითოეული სტუდენტისთვის გენერირდება წვდომის კოდი და შესაძლებელია სტუდენტის შედეგების და მცდელობების ზუსტად აღრიცხვა

Undefined student list

სტუდენტთა ტესტირების ერთ-ერთი მეთოდი არის ანონიმური ტიპის ტესტირება. ამ დროს წინასწარ უცნობია სტუდენტთა სახელები ან მათი ზუსტი რაოდენობა.

აირჩიეთ ველები, რომლებიც შეიძლება შეავსოს სტუდენტმა ტესტის დაწყებამდე და მონიშნეთ, თუ სავალდებულო რომელია.

ხელმისაწვდომი ველები:

  1. First Name

  2. Last Name

  3. Name

  4. Email

  5. Date of Birth

Undefined student list-ის დროს მცდელობების მითითება არ არის შესაძლებელი. სტუდენტს შეუძლია გაიაროს ტესტი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოესურვება.

გაითვალისწინეთ, აუცილებელია არსებობდეს მინიმუმ ერთი სავალდებულო ველი

Generate access codes

როდესაც ავტორიზაციისთვის არჩეულია generate access codes, შესაძლებელია მცდელობების რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა. ამ დროს, სტუდენტს უფლება აქვს იმდენჯერ ჩააბაროს ტესტი, რა რაოდენობის მცდელობებიც არის გათვალისწინებული.

ასევე, ამ ტიპის ავტორიზაციის დროს სავალდებულოა სტუდენტთა ჯგუფის არჩევა. სტუდენტთა ჯგუფში არსებულ ყველა სტუდენტს საშუალება ექნება გაიაროს ტესტი.

ტესტის შექმნის შემდეგ ასევე დაგენერირდება წვდომის კოდი, რომელიც წარმოადგენს 10 ნიშნა რიცხვს და უნიკალურია თითოეული სტუდენტისთვის.

სწორად არჩეული ტესტი და შეტანილი წვდომის კოდის კომბინაცია სტუდენტს საშუალებას აძლევს დაიწყოს ტესტი

მცდელობების რაოდენობა განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ შეუძლია ერთ სტუდენტს გაიაროს ტესტი.

Test Settings

ტესტის სხვადასხვა პარამეტრები.

  1. Show test results. ტესტის დასრულების შემდეგ შეუძლია თუ არა სტუდენტს ნახოს მიღებული შედეგი

  2. Show the review page. ტესტის გავლის პროცესში შეუძლია თუ არა სტუდენტს ნახოს მისი ტესტისთვის შექმნილი კითხვების სია

    1. Show question text on the review page. თუ ჩართულია Show the review page, შეუძლია თუ არა სტუდენტს კითხვების სიაში ნახოს თითოეული მათგანის ტექსტი. თუ ეს პარამეტრი გამორთულია, სტუდენტი მხოლოდ დაინახავს კითხვების ჩამონათვალს ტექსტის გარეშე

  3. Show marks. შეუძლია თუ არა სტუდენტს ნახოს თითოეული კითხვის ქულა

  4. Randomize questions.

    1. Do not randomize. კითხვების არევა არ მოხდება და სია გამოჩნდება მათი ბუნებრივი თანმიმდევრობის მიხედვით, როგორც არის დამატებული კონკრეტულ კითხვის ბანკში

    2. Randomize all questions. კითხვების არევა მთელი ტესტის ფარგლებში

    3. Randomize by question bank. კითხვების არევა მოხდება კითხვის ბანკის ფარგლებში. შესაბამისად, სტუდენტი კითხვებს მიიღებს კითხვის ბანკის მიხედვით, თემატურად

  5. Randomize answers. კითხვაში პასუხების არევა

  6. Time limit. ტესტის დროის ლიმიტის განსაზღვრა წუთებში. დროის გასვლის შემდეგ ტესტი დასრულდება ავტომატურად.

Publish the Test

ტესტის გამოქვეყება არის პროცესი, როდესაც გენერირდება თვითონ ტესტი და ხელმისაწვდომი ხდება ის სტუდენტისთვის.

შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მითითება:

  1. Test availability

  2. Allowed to start the test

Test availability

თარიღის ის მონაკვეთი, როდესაც ტესტი ხელმისაწვდომია.

Allowed to start the test

წუთების რაოდენობა, რის განმავლობაშიც შეუძლია სტუდენტს დაიწყოს ტესტი. დროის გასვლის შემდეგ სტუდენტი ვეღარ შეძლებს ტესტის დაწყებას.

თუ დრო გასულია, მაგრამ სტუდენტს ტესტი დაწყებული აქვს, იგი შეძლება ტესტის გაგრძელებას.

Last updated