კითხვები

კითხვა, ეს არის ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას:

  1. კითხვა

  2. სავარაუდო პასუხები

  3. სცენარი

  4. ქულა

  5. განმარტება სწორი და არასწორი პასუხის შემთხვევაში

კითხვები გაერთიანებულია კითხვის ბანკში

კითხვის ტიპები

არსებობს შემდეგი ტიპის კითხვები:

  1. Multiple Choice

  2. Checkboxes

  3. True/False

  4. Sequence

  5. Matching

  6. Essay

Multiple Choice

Multiple Choice ტიპის კითხვაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

Checkboxes

Checkboxes ტიპის კითხვაში შესაძლებელია ერთი ან ერთზე მეტი სწორი პასუხის მითითება

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

True/False

True/False ტიპის კითხვაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი და მხოლოდ ორი სავარაუდო პასუხის დამატებაა შესაძლებელი.

Sequence

Sequence ტიპის კითხვაში სწორ პასუხად ითვლება კითხვების თანმიმდევრობა.

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

Matching

Matching ტიპის კითხვაში არის ორი სია. მარცხენა ჩანაწერისთვის სწორი პასუხი მითითებულია მის გასწვრივ მქონე მარჯვენა სიაში.

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

Essay

Essay ტიპის კითხვაში სწორი პასუხი ავტომატურად არ არსებობს.

თავისუფალი ტექსტის შემოწმება და ქულის დაწერა ხელით ხდება მოგვიანებით, ტესტის დაწერის შემდეგ.

Last updated