კითხვის ბანკები
Last updated
Last updated
კითხვის ბანკი გამოიყენება კითხვების ერთ, ლოგიკურ ჯგუფში გასაერთიანებლად.
კითხვის ბანკების ერთიანი სია ჩანს კატეგორიაში View all question banks. იგი ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:
კითხვის ბანკის შექმნა შესაძლებელია, როგორც მთავარი მენიუდან, ასევე კითხვის ბანკების კატეგორიიდან.
დამატების დროს სავალდებულოა მხოლოდ კითხვის ბანკის სახელი.
კითხვის ბანკის სახელი უნდა იყოს უნიკალური
კითხვის ბანკის სახელის რედაქტირება შესაძლებელია კითხვის ბანკების კატეგორიიდან:
მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Edit
კითხვის ბანკის წაშლა შესაძლებელია კითხვის ბანკის კატეგორიიდან:
მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Delete
წაიშლება, როგორც კითხვის ბანკი, ასევე მასში არსებული ყველა კითხვა
თუ რომელიმე კითხვა უკვე გამოყენებულია სტუდენტთა ტესტირების დროს, ეს ინფორმაცია არ იშლება და რეპორტებში ისევ შესაძლებელია მისი ნახვა
კითხვების გადატანა არის პროცესი, როდესაც ყველა კითხვა ერთი კითხვის ბანკიდან გადადის მეორეში.
კითხვების გადასატანად:
მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Move Questions
გამოსულ ფორმაზე აირჩიეთ ის კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების გადატანა
კითხვების დამატების ალტერნატიული გზა არის მათი იმპორტი Microsoft Excel-ის ფაილიდან.
ExamJet საშუალებას გაძლევთ წინასწარ გააკეთოთ კითხვების და სავარაუდო პასუხების სია Microsoft Excel-ის ფაილში და შემდეგ ერთიანად შეიტანოთ პროგრამაში.
კითხვების იმპორტისთვის:
გახსენით კითხვის ბანკების სია
აირჩიეთ Import Questions
გადმოწერეთ შაბლონი და შეავსეთ (1)
აირჩიეთ შევსებული ფაილი ღილაკით Choose (2)
ატვირთეთ ფაილი ღილაკით Upload (3)
აირჩიეთ კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების იმპორტი