> For the complete documentation index, see [llms.txt](https://docs.examjet.com/llms.txt). Markdown versions of documentation pages are available by appending `.md` to page URLs; this page is available as [Markdown](https://docs.examjet.com/examjet-user-manual/question-banks/kitkhvis-bankebi.md).

# კითხვის ბანკები

კითხვის ბანკი გამოიყენება კითხვების ერთ, ლოგიკურ ჯგუფში გასაერთიანებლად.

## კითხვის ბანკების სია

კითხვის ბანკების ერთიანი სია ჩანს კატეგორიაში View all question banks. იგი ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:

![](/files/rzj99NLm0RMtHzyzEmt7)

## კითხვის ბანკის შექმნა

კითხვის ბანკის შექმნა შესაძლებელია, როგორც მთავარი მენიუდან, ასევე კითხვის ბანკების კატეგორიიდან.

დამატების დროს სავალდებულოა მხოლოდ კითხვის ბანკის სახელი.

![](/files/Qb2mnHHkWO8Fe4hZFCqf)

{% hint style="danger" %}
კითხვის ბანკის სახელი უნდა იყოს უნიკალური
{% endhint %}

## კითხვის ბანკის რედაქტირება

კითხვის ბანკის სახელის რედაქტირება შესაძლებელია კითხვის ბანკების კატეგორიიდან:

1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Edit

![](/files/Sox4DGRDwtIrQNV0iaXr)

## კითხვის ბანკის წაშლა

კითხვის ბანკის წაშლა შესაძლებელია კითხვის ბანკის კატეგორიიდან:

1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Delete

{% hint style="danger" %}
წაიშლება, როგორც კითხვის ბანკი, ასევე მასში არსებული ყველა კითხვა
{% endhint %}

{% hint style="info" %}
თუ რომელიმე კითხვა უკვე გამოყენებულია სტუდენტთა ტესტირების დროს, ეს ინფორმაცია არ იშლება და რეპორტებში ისევ შესაძლებელია მისი ნახვა
{% endhint %}

## კითხვების გადატანა ერთი კითხვის ბანკიდან მეორეში

კითხვების გადატანა არის პროცესი, როდესაც ყველა კითხვა ერთი კითხვის ბანკიდან გადადის მეორეში.

**კითხვების გადასატანად:**

1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Move Questions
3. გამოსულ ფორმაზე აირჩიეთ ის კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების გადატანა

## კითხვების იმპორტი

კითხვების დამატების ალტერნატიული გზა არის მათი იმპორტი Microsoft Excel-ის ფაილიდან.

ExamJet საშუალებას გაძლევთ წინასწარ გააკეთოთ კითხვების და სავარაუდო პასუხების სია Microsoft Excel-ის ფაილში და შემდეგ ერთიანად შეიტანოთ პროგრამაში.

**კითხვების იმპორტისთვის:**

1. გახსენით კითხვის ბანკების სია
2. აირჩიეთ Import Questions
3. გადმოწერეთ შაბლონი და შეავსეთ <mark style="color:red;">(1)</mark>
4. აირჩიეთ შევსებული ფაილი ღილაკით Choose <mark style="color:red;">(2)</mark>
5. ატვირთეთ ფაილი ღილაკით Upload <mark style="color:red;">(3)</mark>
6. აირჩიეთ კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების იმპორტი

![](/files/OU83ebhgqsZsMcic6Wlb)
