ზოგადი აღწერილობა
1. რა არის ExamJet
ExamJet - ეს არის ტესტირების ჩატარების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის სრულ ჯაჭვს საჭირო ინფორმაციის შეტანიდან დაწყებული პროგრამაში, ტესტირების პროცესით გაგრძელებული და ბოლოს შედეგების ანალიზით დამთავრებული.
პროგრამის არქიტექტურა საშუალებას იძლევა თითოეული ეტაპი იმართოს დამოუკიდებლად და იზოლირებულად.
2. პროგრამის კომპონენტები
ExamJet შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:
Questions
Students
Tests
Analytics
3. კომპონენტების ერთმანეთზე დამოკიდებულება
ExamJet-ში არსებობს კომპონენტების ერთმანეთზე დამოკიდებულების ცალმხრივი მიმართულება.
არსებობს პირველი, მეორე და მესამე დონის კომპონენტები:
პირველი დონის კომპონენტები არ არის დამოკიდებული არც ერთ სხვა კომპონენტზე
მეორე დონის კომპონენტები დამოკიდებულია პირველი დონის კომპონენტებზე
მესამე დონის კომპონენტი პირდაპირ დამოკიდებულია მეორე დონის კომპონენტზე, ხოლო არაპირდაპირ - პირველი დონის კომპონენტებზე
Last updated