> For the complete documentation index, see [llms.txt](https://docs.examjet.com/llms.txt). Markdown versions of documentation pages are available by appending `.md` to page URLs; this page is available as [Markdown](https://docs.examjet.com/examjet-user-manual/students/studentebi.md).

# სტუდენტები

სტუდენტების სიაში შესაძლებელია როგორც სტუდენტების, ასევე სტუდენტთა ჯგუფების სიის მართვა.

## სტუდენტთა სია

სტუდენტთა ერთიანი სია ჩანს კატეგორიაში Students, რომელიც ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:

![](/files/g6x1yuyRaMF8x4GDRiu8)

## სტუდენტის დამატება

იმისათვის, რომ დაამატოთ ახალი სტუდენტი, სტუდენტების კატეგორიაში აირჩიეთ Add Student და შეავსეთ საჭირო ველები.

![](/files/kS92op6OAnmNSJuPd4ra)

## სტუდენტის რედაქტირება

სტუდენტზე ინფორმაციის რედაქტირებისთვის:

1. მონიშნეთ სასურველი სტუდენტი ცხრილზე
2. სტუდენტის მენიუში აირჩიეთ Edit

![](/files/sK90lMTS4LC6KV1SOkEl)

## სტუდენტის წაშლა

სტუდენტის წაშლისათვის:

1. მონიშნეთ სასურველი სტუდენტი ცხრილზე
2. სტუდენტის მენიუში აირჩიეთ Delete

## სტუდენტების იმპორტი

სტუდენტთა დამატების ალტერნატიული გზა არის მათი იმპორტი Microsoft Excel-ის ფაილიდან.

ExamJet საშუალებას გაძლევთ წინასწარ გააკეთოთ სტუდენტთა სია Microsoft Excel-ის ფაილში და შემდეგ ერთიანად შეიტანოთ პროგრამაში.

სტუდენტთა იმპორტისთვის:

1. გახსენით სტუდენტთა სია
2. აირჩიეთ Import Students
3. გადმოწერეთ შაბლონი და შეავსეთ (1)
4. აირჩიეთ შევსებული ფაილი ღილაკით Choose (2)
5. ატვირთეთ ფაილი ღილაკით Upload (3)
6. აირჩიეთ სტუდენტთა ჯგუფი, სადაც გსურთ მათი იმპორტი

![](/files/RbGDUss5T8kdPGwpcG6b)

{% hint style="info" %}
საწყის ეტაპზე არ არის აუცილებელი, რომ სტუდენტი რომელიმე ჯგუფში იყოს, მაგრამ მათთვის ტესტზე წვდომის მისაცემად სტუდენტის დამატება ჯგუფში უკვე საჭიროა.
{% endhint %}

## სტუდენტების გაფილტვრა ჯგუფების მიხედვით

სტუდენტთა ფილტრაცია ჯგუფების მიხედვით შესაძლებელია სტუდენტების ცხრ

იმისათვის, რომ გაფილტროთ სტუდენტების სია ჯგუფების მიხედვით აირჩიეთ/ჩამოშალეთ ფილტრაციის სია სტუდენტების ცხრილზე.

![](/files/m0GiFoSF8yyglf00UDgw)

**გაითვალისწინეთ:**

* როდესაც მონიშნულია ერთი ჯგუფი მაინც, ცხრილში ჩანს მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი სტუდენტები
* თუ მონიშნულია Checkbox - Students without group, მონიშნულ ჯგუფებთან ერთად ასევე გამოჩნდება სტუდენტები, რომლებიც არც ერთ ჯგუფში არ არიან დამატებულები
* თუ მონიშნულია Checkbox - Inactive students, ასევე გამოჩნდება არააქტიური სტუდენტები