პირველი ტესტის შექმნა
Last updated
Last updated
ExamJet-ში პირველი ტესტის გამოსაქვეყნებლად რამდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:
მთავარ მენიუზე დააჭირეთ Questions და ჩამოშლილ სიაში აირჩიეთ Create question bank:
ახლად დამატებულ კითხვის ბანკში დაამატეთ სასურველი კითხვები:
მთავარ მენიუზე დააჭირეთ Students და დაამატეთ რამდენიმე სტუდენტი:
დაამატეთ სტუდენტთა ჯგუფი. ამისთვის აირჩიეთ Manage Groups.
შემდეგ, დაბრუნდით სტუდენტთა სიაში და თითოეული სტუდენტის გასწვრივ აირჩიეთ სტუდენტის მენიუ:
სტუდენტთა დეტალების გვერდზე დააჭირეთ ღილაკს Modify groups და დაამატეთ სტუდენტი ჯგუფში:
მთავარ მენიუში აირჩიეთ Tests და შექმენით ახალი ტესტი:
ტესტის შექმნის ფორმაზე შეავსეთ თითოეული კატეგორია მინიმალური ინფორმაციით.
მიუთითეთ ტესტის სახელი:
ველში Questions in Test ჩაწერეთ კითხვების საერთო რაოდენობა, რასაც სტუდენტმა უნდა უპასუხოს (1)
დააჭირეთ ღილაკს Add Question Bank (2) და დაამატეთ ადრე შექმნილი კითხვის ბანკი
დამატებული კითხვის ბანკის გასწვრივ დააჭირეთ რედაქტირების ღილაკს და ჩაწერეთ 100% (3)
შედეგად, ამ კითხვის ბანკიდან მოხდება 100% კითხვების გათვალისწინება და ჯამში 5 კითხვიანი ტესტის შედგენა.
ველში Attempt limit (1) ჩაწერეთ, თუ რამდენი მცდელობა უნდა ჰქონდეს სტუდენტს
დააჭირეთ ღილაკს Add Student Group (2) და დაამატეთ ადრე შექმნილი ჯგუფი
ფორმის ქვედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს Save and Publish.
შეიქმნება ტესტი და შესაძლებლობა გექნებათ სტუდენტებს გადასცეთ წვდომის კოდები.