# Welcome to ExamJet

ExamJet - ეს არის სტუდენტთა ტესტირების სისტემა.

გაეცანით მომხმარებლის სახელმძღვანელოს და მიიღეთ ინფორმაცია განახლებების შესახებ.

{% content-ref url="/spaces/CEvqj0aw2JGrAqTe2pUU" %}
[ExamJet - მომხმარებლის სახელმძღვანელო](https://docs.examjet.com/examjet-user-manual/)
{% endcontent-ref %}

{% content-ref url="/spaces/WshGd7v1jRDFZlYNbpUd" %}
[სიახლეები](https://docs.examjet.com/siakhleebi/)
{% endcontent-ref %}

# ზოგადი აღწერილობა

## 1. რა არის ExamJet

ExamJet - ეს არის ტესტირების ჩატარების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის სრულ ჯაჭვს საჭირო ინფორმაციის შეტანიდან დაწყებული პროგრამაში, ტესტირების პროცესით გაგრძელებული და ბოლოს შედეგების ანალიზით დამთავრებული.

პროგრამის არქიტექტურა საშუალებას იძლევა თითოეული ეტაპი იმართოს დამოუკიდებლად და იზოლირებულად.

## 2. პროგრამის კომპონენტები

ExamJet შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:

1. Questions
2. Students
3. Tests
4. Analytics

## 3. კომპონენტების ერთმანეთზე დამოკიდებულება

ExamJet-ში არსებობს კომპონენტების ერთმანეთზე დამოკიდებულების ცალმხრივი მიმართულება.

არსებობს პირველი, მეორე და მესამე დონის კომპონენტები:

![](/files/lKEHXQBI4iGap5r2Nn28)

* პირველი დონის კომპონენტები არ არის დამოკიდებული არც ერთ სხვა კომპონენტზე
* მეორე დონის კომპონენტები დამოკიდებულია პირველი დონის კომპონენტებზე
* მესამე დონის კომპონენტი პირდაპირ დამოკიდებულია მეორე დონის კომპონენტზე, ხოლო არაპირდაპირ - პირველი დონის კომპონენტებზე

# პირველი ტესტის შექმნა

ExamJet-ში პირველი ტესტის გამოსაქვეყნებლად რამდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

## კითხვის ბანკის შექმნა

მთავარ მენიუზე დააჭირეთ Questions და ჩამოშლილ სიაში აირჩიეთ Create question bank:

![](/files/usbny4n4Of7rp1NUt8oK)

## კითხვის ბანკში კითხვების დამატება

ახლად დამატებულ კითხვის ბანკში დაამატეთ სასურველი კითხვები:

## სტუდენტების დამატება

მთავარ მენიუზე დააჭირეთ Students და დაამატეთ რამდენიმე სტუდენტი:

![](/files/rifuAhi85xQXcrANbvVi)

## სტუდენტების ჯგუფში გაწევრიანება

დაამატეთ სტუდენტთა ჯგუფი. ამისთვის აირჩიეთ Manage Groups.

შემდეგ, დაბრუნდით სტუდენტთა სიაში და თითოეული სტუდენტის გასწვრივ აირჩიეთ სტუდენტის მენიუ:

![](/files/UbLrGSnLNvJee92bGVJP)

სტუდენტთა დეტალების გვერდზე დააჭირეთ ღილაკს Modify groups და დაამატეთ სტუდენტი ჯგუფში:

![](/files/ZmWC99FPlTLBJGCshypn)

![](/files/LQ5wTEACQO5w69ekLIVg)

## ტესტის შექმნა და მისი გამოქვეყნება

მთავარ მენიუში აირჩიეთ Tests და შექმენით ახალი ტესტი:

![](/files/iXyhsaWLVmB6t8RHBfZS)

ტესტის შექმნის ფორმაზე შეავსეთ თითოეული კატეგორია მინიმალური ინფორმაციით.

### Test Info

მიუთითეთ ტესტის სახელი:

![](/files/2MeQfoRKd7rYtE2s9qs7)

### Question Banks

1. ველში Questions in Test ჩაწერეთ კითხვების საერთო რაოდენობა, რასაც სტუდენტმა უნდა უპასუხოს (1)
2. დააჭირეთ ღილაკს Add Question Bank (2) და დაამატეთ ადრე შექმნილი კითხვის ბანკი
3. დამატებული კითხვის ბანკის გასწვრივ დააჭირეთ რედაქტირების ღილაკს და ჩაწერეთ 100% (3)

შედეგად, ამ კითხვის ბანკიდან მოხდება 100% კითხვების გათვალისწინება და ჯამში 5 კითხვიანი ტესტის შედგენა.

![](/files/SfETeXrjUbaXmYWCNfBt)

### Student Groups

1. ველში Attempt limit (1) ჩაწერეთ, თუ რამდენი მცდელობა უნდა ჰქონდეს სტუდენტს
2. დააჭირეთ ღილაკს Add Student Group (2) და დაამატეთ ადრე შექმნილი ჯგუფი

![](/files/Gl8897mxfYJ3tzCKeMRz)

## Publish the Test

ფორმის ქვედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს Save and Publish.

![](/files/E1yjMhkSawxcm9pYHvml)

შეიქმნება ტესტი და შესაძლებლობა გექნებათ სტუდენტებს გადასცეთ წვდომის კოდები.

![](/files/XQGVedhZdzR9nkH4nEKE)

# პროგრამის მოდულები

**სისტემაში არსებობს ორი მოდული:**

1. Manager
2. Tester

## Manager

მენეჯერის დანიშნულება ტესტირების პროცესთან დაკავშირებული ფუნქციონალის მართვა:

1. ტესტირებისთვის საჭირო მოსამზადებელი ინფორმაციის შეტანა (Questions, Students, etc.)
2. ტესტის შექმნა და მართვა
3. შედეგების ანალიზი

## Tester

სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია ტესტერის მოდული, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს გაიაროს ტესტი და ნახოს მიღებული შედეგი.

# მენეჯერის მოდული

მენეჯერის მოდული შედგება კომპონენტებისგან, რომლებიც მთავარ მენიუზეა განლაგებული.

![](/files/xTIo5PzUOdHdOh0hGLMd)

# კითხვის ბანკები

კითხვის ბანკი გამოიყენება კითხვების ერთ, ლოგიკურ ჯგუფში გასაერთიანებლად.

## კითხვის ბანკების სია

კითხვის ბანკების ერთიანი სია ჩანს კატეგორიაში View all question banks. იგი ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:

![](/files/rzj99NLm0RMtHzyzEmt7)

## კითხვის ბანკის შექმნა

კითხვის ბანკის შექმნა შესაძლებელია, როგორც მთავარი მენიუდან, ასევე კითხვის ბანკების კატეგორიიდან.

დამატების დროს სავალდებულოა მხოლოდ კითხვის ბანკის სახელი.

![](/files/Qb2mnHHkWO8Fe4hZFCqf)

{% hint style="danger" %}
კითხვის ბანკის სახელი უნდა იყოს უნიკალური
{% endhint %}

## კითხვის ბანკის რედაქტირება

კითხვის ბანკის სახელის რედაქტირება შესაძლებელია კითხვის ბანკების კატეგორიიდან:

1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Edit

![](/files/Sox4DGRDwtIrQNV0iaXr)

## კითხვის ბანკის წაშლა

კითხვის ბანკის წაშლა შესაძლებელია კითხვის ბანკის კატეგორიიდან:

1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Delete

{% hint style="danger" %}
წაიშლება, როგორც კითხვის ბანკი, ასევე მასში არსებული ყველა კითხვა
{% endhint %}

{% hint style="info" %}
თუ რომელიმე კითხვა უკვე გამოყენებულია სტუდენტთა ტესტირების დროს, ეს ინფორმაცია არ იშლება და რეპორტებში ისევ შესაძლებელია მისი ნახვა
{% endhint %}

## კითხვების გადატანა ერთი კითხვის ბანკიდან მეორეში

კითხვების გადატანა არის პროცესი, როდესაც ყველა კითხვა ერთი კითხვის ბანკიდან გადადის მეორეში.

**კითხვების გადასატანად:**

1. მონიშნეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ Move Questions
3. გამოსულ ფორმაზე აირჩიეთ ის კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების გადატანა

## კითხვების იმპორტი

კითხვების დამატების ალტერნატიული გზა არის მათი იმპორტი Microsoft Excel-ის ფაილიდან.

ExamJet საშუალებას გაძლევთ წინასწარ გააკეთოთ კითხვების და სავარაუდო პასუხების სია Microsoft Excel-ის ფაილში და შემდეგ ერთიანად შეიტანოთ პროგრამაში.

**კითხვების იმპორტისთვის:**

1. გახსენით კითხვის ბანკების სია
2. აირჩიეთ Import Questions
3. გადმოწერეთ შაბლონი და შეავსეთ (1)
4. აირჩიეთ შევსებული ფაილი ღილაკით Choose (2)
5. ატვირთეთ ფაილი ღილაკით Upload (3)
6. აირჩიეთ კითხვის ბანკი, სადაც გსურთ კითხვების იმპორტი

![](/files/OU83ebhgqsZsMcic6Wlb)

# კითხვები

კითხვა, ეს არის ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას:

1. კითხვა
2. სავარაუდო პასუხები
3. სცენარი
4. ქულა
5. განმარტება სწორი და არასწორი პასუხის შემთხვევაში

{% hint style="info" %}
კითხვები გაერთიანებულია კითხვის ბანკში
{% endhint %}

### კითხვის ტიპები

**არსებობს შემდეგი ტიპის კითხვები:**

1. Multiple Choice
2. Checkboxes
3. True/False
4. Sequence
5. Matching
6. Essay

#### Multiple Choice

Multiple Choice ტიპის კითხვაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

#### Checkboxes

Checkboxes ტიპის კითხვაში შესაძლებელია ერთი ან ერთზე მეტი სწორი პასუხის მითითება

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

#### True/False

True/False ტიპის კითხვაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი და მხოლოდ ორი სავარაუდო პასუხის დამატებაა შესაძლებელი.

#### Sequence

Sequence ტიპის კითხვაში სწორ პასუხად ითვლება კითხვების თანმიმდევრობა.

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

#### Matching

Matching ტიპის კითხვაში არის ორი სია. მარცხენა ჩანაწერისთვის სწორი პასუხი მითითებულია მის გასწვრივ მქონე მარჯვენა სიაში.

შესაძლებელია მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სავარაუდო პასუხის დამატება.

#### Essay

Essay ტიპის კითხვაში სწორი პასუხი ავტომატურად არ არსებობს.

თავისუფალი ტექსტის შემოწმება და ქულის დაწერა ხელით ხდება მოგვიანებით, ტესტის დაწერის შემდეგ.

# კითხვების მართვა

## კითხვების სია

კითხვების სია ჩანს კატეგორიაში Questions. იგი ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან.

კითხვების სანახავად ჯერ საჭიროა შესაბამისი კითხვის ბანკის გახსნა:

1. მთავარ მენიუში ჩამოშალეთ Questions
2. აირჩიეთ View all question banks
3. კითხვის ბანკის მენიუში აირჩიეთ სასურველი კითხვის ბანკი
4. დააჭირეთ Select the question bank

![](/files/qZgMa1fvuslUIAzS2D87)

## კითხვის დამატება

ახალი კითხვის დასამატებლად:

1. კითხვების სიის ფორმაზე დააჭირეთ Add Question
2. მენიუში აირჩიეთ სასურველი კითხვის ტიპი
3. შეავსეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და შეინახეთ კითხვა

## კითხვის რედაქტირება

კითხვის რედაქტირება შესაძლებელია კითხვების სიიდან:

1. მონიშნეთ სასურველი კითხვა
2. კითხვის მენიუში აირჩიეთ Edit

![](/files/1G3YkjkdrcqfEySlpSaI)

## კითხვის წაშლა

კითხვის წაშლა შესაძლებელია კითხვების სიიდან:

1. მონიშნეთ სასურველი კითხვა
2. კითხვის მენიუში აირჩიეთ Delete

{% hint style="info" %}
თუ კითხვა უკვე გამოყენებულია სტუდენტთა ტესტირების დროს, ეს ინფორმაცია არ იშლება და რეპორტებში კვლავ შესაძლებელია მისი ნახვა
{% endhint %}

## კითხვებში დუბლიკატების ძიება

კითხვის ბანკში სრული ან ნაწილობრივ მსგავსი კითხვების აღმოსაჩენად გამოიყენება დუბლიკატების ფუნქცია.

იმისათვის, რომ შეამოწმოთ დუბლიკატები კითხვის ბანკში:

1. აირჩიეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. გამოსულ ფორმაზე გამოჩნდება სავარაუდო დუბლიკატები
3. რომელიმე კითხვის მონიშვნისას, სიის სახით გამოჩნდება სავარაუდო დუბლიკატები

![](/files/QR8iTarA51GLskJCFBht)

### Duplicate Score

ზედა ნაწილში არსებული Score საშუალებას იძლევა გაზარდოთ ან შეამციროთ კითხვების ერთმანეთთან მსგავსების ალბათობა.

რაც უფრო მცირე რიცხვია Score, მით უფრო მეტი სიხისტით შემოწმდება დუბლიკატები.

# სცენარების მართვა

სცენარი არის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ლოგიკურად გააერთიანოს რამდენიმე კითხვა მათი კონტექსტის მიხედვით.

სცენარი შეიძლება იყოს ტექსტის ან/და აუდიო ფაილის სახით.

იმისათვის, რომ კითხვებს გააჩნდეთ სცენარი, ჯერ საჭიროა მისი დამატება კატეგორიიდან Scenarios:

1. აირჩიეთ სასურველი კითხვის ბანკი
2. აირჩიეთ Scenarios
3. დაამატეთ სცენარი

![](/files/oqQCEFQwn6KB7wPK6Vj7)

**ამის შემდეგ სცენარი მზად არის კითხვებში გამოსაყენებლად:**

1. აირჩიეთ სასურველი კითხვა
2. გადადით რედაქტირების რეჟიმში
3. აირჩიეთ სცენარი და შეინახეთ ცვლილებები

# სტუდენტთა ჯგუფები

სტუდენტთა ჯგუფის მიზანია ლოგიკურად გააერთიანოს სტუდენტები.

სტუდენტი შეიძლება იყოს ერთზე მეტ ჯგუფში ერთდროულად.

## ჯგუფების სია

სტუდენტთა ჯგუფების სია ხელმისაწვდომია სტუდენტების კატეგორიაში არსებული ღილაკით Manage Students.

**სტუდენტთა ჯგუფების სანახავად:**

1. მთავარ მენიუზე აირჩიეთ Students
2. სტუდენტების კატეგორიაში მოძებნეთ ღილაკი Manage Groups

![](/files/AUZEaLN8TdWGbbwmDNtf)

## ჯგუფის დამატება

სტუდენტთა ჯგუფის დასამატებლად ჯგუფების კატეგორიაში დააჭირეთ ღილაკს Add group და შეავსეთ საჭირო ველები.

## ჯგუფის რედაქტირება

სტუდენტთა ჯგუფზე ინფორმაციის რედაქტირებისთვის ჯგუფების კატეგორიაში მონიშნეთ სასურველი ჯგუფი და ჯგუფის მენიუში აირჩიეთ ღილაკი Edit.

## ჯგუფის წაშლა

სტუდენტთა ჯგუფის წასაშლელად ჯგუფების კატეგორიაში მონიშნეთ სასურველი ჯგუფი და ჯგუფების მენიუში აირჩიეთ ღილაკი Delete.

{% hint style="info" %}
ჯგუფის წაშლისას **არ** იშლება მასში არსებული სტუდენტები
{% endhint %}

# სტუდენტები

სტუდენტების სიაში შესაძლებელია როგორც სტუდენტების, ასევე სტუდენტთა ჯგუფების სიის მართვა.

## სტუდენტთა სია

სტუდენტთა ერთიანი სია ჩანს კატეგორიაში Students, რომელიც ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:

![](/files/g6x1yuyRaMF8x4GDRiu8)

## სტუდენტის დამატება

იმისათვის, რომ დაამატოთ ახალი სტუდენტი, სტუდენტების კატეგორიაში აირჩიეთ Add Student და შეავსეთ საჭირო ველები.

![](/files/kS92op6OAnmNSJuPd4ra)

## სტუდენტის რედაქტირება

სტუდენტზე ინფორმაციის რედაქტირებისთვის:

1. მონიშნეთ სასურველი სტუდენტი ცხრილზე
2. სტუდენტის მენიუში აირჩიეთ Edit

![](/files/sK90lMTS4LC6KV1SOkEl)

## სტუდენტის წაშლა

სტუდენტის წაშლისათვის:

1. მონიშნეთ სასურველი სტუდენტი ცხრილზე
2. სტუდენტის მენიუში აირჩიეთ Delete

## სტუდენტების იმპორტი

სტუდენტთა დამატების ალტერნატიული გზა არის მათი იმპორტი Microsoft Excel-ის ფაილიდან.

ExamJet საშუალებას გაძლევთ წინასწარ გააკეთოთ სტუდენტთა სია Microsoft Excel-ის ფაილში და შემდეგ ერთიანად შეიტანოთ პროგრამაში.

სტუდენტთა იმპორტისთვის:

1. გახსენით სტუდენტთა სია
2. აირჩიეთ Import Students
3. გადმოწერეთ შაბლონი და შეავსეთ (1)
4. აირჩიეთ შევსებული ფაილი ღილაკით Choose (2)
5. ატვირთეთ ფაილი ღილაკით Upload (3)
6. აირჩიეთ სტუდენტთა ჯგუფი, სადაც გსურთ მათი იმპორტი

![](/files/RbGDUss5T8kdPGwpcG6b)

{% hint style="info" %}
საწყის ეტაპზე არ არის აუცილებელი, რომ სტუდენტი რომელიმე ჯგუფში იყოს, მაგრამ მათთვის ტესტზე წვდომის მისაცემად სტუდენტის დამატება ჯგუფში უკვე საჭიროა.
{% endhint %}

## სტუდენტების გაფილტვრა ჯგუფების მიხედვით

სტუდენტთა ფილტრაცია ჯგუფების მიხედვით შესაძლებელია სტუდენტების ცხრ

იმისათვის, რომ გაფილტროთ სტუდენტების სია ჯგუფების მიხედვით აირჩიეთ/ჩამოშალეთ ფილტრაციის სია სტუდენტების ცხრილზე.

![](/files/m0GiFoSF8yyglf00UDgw)

**გაითვალისწინეთ:**

* როდესაც მონიშნულია ერთი ჯგუფი მაინც, ცხრილში ჩანს მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი სტუდენტები
* თუ მონიშნულია Checkbox - Students without group, მონიშნულ ჯგუფებთან ერთად ასევე გამოჩნდება სტუდენტები, რომლებიც არც ერთ ჯგუფში არ არიან დამატებულები
* თუ მონიშნულია Checkbox - Inactive students, ასევე გამოჩნდება არააქტიური სტუდენტები

# ტესტები

ტესტის, როგორც ობიექტის დანიშნულებაა ტესტირებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია გახადოს ხელმისაწვდომი სტუდენტისთვის.

ანუ, ტესტი ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც შევსებულია კატეგორიებში Questions და Students ერთიანდება ერთი მიზნით - სტუდენტმა შეძლოს ტესტის გავლა.

## ტესტების სია

ტესტების სიის ნახვა შესაძლებელია ტესტების კატეგორიიდან. იგი ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:

![](/files/5eoaeC4vGSXA8MMpeyTs)

## ტესტის შექმნა

ტესტის შექმნა შესაძლებელია ტესტების კატეგორიიდან. ამისთვის, დააჭირეთ ღილაკს Create Test.

ტესტის შექმნასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ [ტესტის დამატების გვერდზე](/examjet-user-manual/tests/testis-damateba).

![](/files/8cVfYYyWIjy4x19tcBCX)

# ტესტის დამატება

ტესტის შექმნა შესაძლებელია ტესტების კატეგორიიდან. ამისთვის, დააჭირეთ ღილაკს Create Test.

![](/files/i662ZP5rCsFoVTwdkGam)

ტესტის შექმნა რამდენიმე ნაბიჯად გაყოფილი პროცესია, ხოლო შესატანი ინფორმაცია დაჯგუფებულია:

1. Test Info
2. Question Banks
3. Student Groups
4. Test Settings
5. Publish the Test

## Test Info

ზოგადი ინფორმაცია ტესტზე:

1. ტესტის სახელი
2. ტესტის აღწერა
3. შეფასების სისტემა

## Question Banks

ამ ჯგუფში ივსება ინფორმაცია:

1. კითხვების საერთო რაოდენობა, რომლებიც ტესტში უნდა იყოს
2. ინფორმაცია თითოეულ კითხვის ბანკზე
3. კითხვების არჩევის მეთოდი

### Questions in Test

კითხვების საერთო რაოდენობა, რომლებიც შეხვდება სტუდენტს.

### Question selection

არსებობს კითხვების შერჩევის შემდეგი მეთოდები:

1. **Select the percentage of questions from each Question Bank**. ტესტის გენერაციის დროს კითხვების არჩევა მოხდება იმ პროცენტულობით, რა რიცხვიც არის მითითებული თითოეული კითხვის ბანკის გასწვრივ
2. **Select the exact number of questions from each Question Bank**. კითხვების არჩევა მოხდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც არის მითითებული თითოეული კითხვის ბანკის გასწვრივ
3. **Full random selection**. კითხვების არჩევა მოხდება სრულად შემთხვევითი გზით დამატებული კითხვის ბანკებიდან
4. **Identical number of questions from selected Question Banks**. თითოეული კითხვის ბანკიდან მოხდება კითხვების თანაბრად არჩევა

### Question Banks

სიაში დამატებული თითოეული ბანკი გამოყენებული იქნება ტესტის გენერაციისას.

მათ გამოყენების მეთოდს განსაზღვრავს პარამეტრი **Question selection**.

თუ Question selection პარამეტრი ითვალისწინებს კითხვების რაოდენობის ან მათი პროცენტული რაოდენობის არჩევას, თითოეული კითხვის ბანკის გასწვრივ გამოჩნდება შესაბამისი ველი, რომლის შევსებაც სავალდებულოა.

## Student Groups

სტუდენტთა სია, ვისთვისაც განკუთვნილია ეს ტესტი.

არსებობს ტესტზე წვდომის ორი სახე:

1. **Undefined student list**, როდესაც წინასწარ უცნობია სტუდენტთა სახელები ან მათი აღრიცხვა არ არის სავალდებულო
2. **Generate access codes**, როდესაც თითოეული სტუდენტისთვის გენერირდება წვდომის კოდი და შესაძლებელია სტუდენტის შედეგების და მცდელობების ზუსტად აღრიცხვა

### Undefined student list

სტუდენტთა ტესტირების ერთ-ერთი მეთოდი არის ანონიმური ტიპის ტესტირება. ამ დროს წინასწარ უცნობია სტუდენტთა სახელები ან მათი ზუსტი რაოდენობა.

აირჩიეთ ველები, რომლებიც შეიძლება შეავსოს სტუდენტმა ტესტის დაწყებამდე და მონიშნეთ, თუ სავალდებულო რომელია.

**ხელმისაწვდომი ველები:**

1. First Name
2. Last Name
3. Name
4. Email
5. Date of Birth

Undefined student list-ის დროს მცდელობების მითითება არ არის შესაძლებელი. სტუდენტს შეუძლია გაიაროს ტესტი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოესურვება.

{% hint style="danger" %}
გაითვალისწინეთ, აუცილებელია არსებობდეს მინიმუმ ერთი სავალდებულო ველი
{% endhint %}

### Generate access codes

როდესაც ავტორიზაციისთვის არჩეულია generate access codes, შესაძლებელია მცდელობების რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა. ამ დროს, სტუდენტს უფლება აქვს იმდენჯერ ჩააბაროს ტესტი, რა რაოდენობის მცდელობებიც არის გათვალისწინებული.

ასევე, ამ ტიპის ავტორიზაციის დროს სავალდებულოა სტუდენტთა ჯგუფის არჩევა. სტუდენტთა ჯგუფში არსებულ ყველა სტუდენტს საშუალება ექნება გაიაროს ტესტი.

ტესტის შექმნის შემდეგ ასევე დაგენერირდება წვდომის კოდი, რომელიც წარმოადგენს 10 ნიშნა რიცხვს და უნიკალურია თითოეული სტუდენტისთვის.

{% hint style="info" %}
სწორად არჩეული ტესტი და შეტანილი წვდომის კოდის კომბინაცია სტუდენტს საშუალებას აძლევს დაიწყოს ტესტი
{% endhint %}

**მცდელობების რაოდენობა** განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ შეუძლია ერთ სტუდენტს გაიაროს ტესტი.

## Test Settings

ტესტის სხვადასხვა პარამეტრები.

1. **Show test results**. ტესტის დასრულების შემდეგ შეუძლია თუ არა სტუდენტს ნახოს მიღებული შედეგი
2. **Show the review page**. ტესტის გავლის პროცესში შეუძლია თუ არა სტუდენტს ნახოს მისი ტესტისთვის შექმნილი კითხვების სია
1. **Show question text on the review page**. თუ ჩართულია Show the review page, შეუძლია თუ არა სტუდენტს კითხვების სიაში ნახოს თითოეული მათგანის ტექსტი. თუ ეს პარამეტრი გამორთულია, სტუდენტი მხოლოდ დაინახავს კითხვების ჩამონათვალს ტექსტის გარეშე
3. **Show marks**. შეუძლია თუ არა სტუდენტს ნახოს თითოეული კითხვის ქულა
4. **Randomize questions**.
1. **Do not randomize**. კითხვების არევა არ მოხდება და სია გამოჩნდება მათი ბუნებრივი თანმიმდევრობის მიხედვით, როგორც არის დამატებული კონკრეტულ კითხვის ბანკში
2. **Randomize all questions**. კითხვების არევა მთელი ტესტის ფარგლებში
3. **Randomize by question bank**. კითხვების არევა მოხდება კითხვის ბანკის ფარგლებში. შესაბამისად, სტუდენტი კითხვებს მიიღებს კითხვის ბანკის მიხედვით, თემატურად
5. **Randomize answers**. კითხვაში პასუხების არევა
6. **Time limit**. ტესტის დროის ლიმიტის განსაზღვრა წუთებში. დროის გასვლის შემდეგ ტესტი დასრულდება ავტომატურად.

## Publish the Test

ტესტის გამოქვეყება არის პროცესი, როდესაც გენერირდება თვითონ ტესტი და ხელმისაწვდომი ხდება ის სტუდენტისთვის.

შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მითითება:

1. Test availability
2. Allowed to start the test

### Test availability

თარიღის ის მონაკვეთი, როდესაც ტესტი ხელმისაწვდომია.

### Allowed to start the test

წუთების რაოდენობა, რის განმავლობაშიც შეუძლია სტუდენტს დაიწყოს ტესტი. დროის გასვლის შემდეგ სტუდენტი ვეღარ შეძლებს ტესტის დაწყებას.

თუ დრო გასულია, მაგრამ სტუდენტს ტესტი დაწყებული აქვს, იგი შეძლება ტესტის გაგრძელებას.

# ტესტის რედაქტირება

ტესტის რედაქტირებისთვის მონიშნეთ სასურველი ტესტი და ტესტის მენიუში აირჩიეთ Edit.

![](/files/I3ZzI7K2ut5AhVQGGK4P)

{% hint style="info" %}
ტესტის რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის არ არის გამოქვეყნებული (Published)
{% endhint %}

# ტესტის წაშლა

ტესტის წასაშლელად მონიშნეთ სასურველი ტესტი და ტესტის მენიუში აირჩიეთ Delete.

![](/files/3OlWx2BcpAZSbAVSp0Eb)

{% hint style="info" %}
ტესტის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის არ არის გამოქვეყნებული (Published)
{% endhint %}

# Access Codes - წვდომის კოდების გაგზავნა

იმ ტესტისთვის, რომელსაც სტუდენტის ავტორიზაციის ტიპში არჩეული აქვს Generate Access Codes, შესაძლებელია სტუდენტებისთვის გენერირებული წვდომის კოდების იმეილზე გაგზავნა.

![](/files/yDce8C1v5e1ye6taNQBl)

იმისათვის, რომ შეძლოთ წვდომის კოდების გაგზავნა, საჭიროა:

1. სტუდენტებისთვის შევსებული იყოს იმეილის ველი
2. ტესტი უნდა იყოს გამოქვეყნებული (Published)

მას შემდეგ, რაც ტესტი გამოქვეყნდება, ხელმისაწვდომი გახდება წვდომის კოდების იმეილზე გაგზავნის ფუნქცია:

![](/files/max8s8U1hOMjRxyneldu)

# შედეგების ანალიზი

ინფორმაცია ჩაბარებულ ტესტებზე რეპორტების სახით.

# მონიტორინგი

ტესტირების პროცესის რეალურ დროში მონიტორინგის საშუალება.

# ExamJet Settings

სხვადასხვა პარამეტრები, რომლებიც ზოგადია სისტემის ფარგლებში.

პარამეტრების ცვლილება ხელმისაწვდომია მთავარი მენიუდან:

![](/files/ba1goY9kwJPNIMk7Gz2t)

## Grading Scales

შეფასების სისტემა განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს სტუდენტის მიერ მიღებული კონკრეტული შედეგი.

შეფასების სისტემის თითოეულ მნიშვნელობას აქვს გამსვლელი და არაგამსვლელი ქულა.

პირობითად ავიღოთ შეფასების სისტემა სახელად “Passed/Not Passed”. მას შეიძლება ჰქონდეს ორი მნიშვნელობა

1. **Passed**. მინიმალური ქულა 60% და ითვლება გამსვლელ ქულად
2. **Not Passed**. მინიმალური ქულა 0 და ითვლება არაგამსვლელად

თუ სტუდენტი მიიღებს ქულათა პროცენტულ რაოდენობას 60%-დან 100%-ის ჩათვლით, მას შედეგი ჩაეთვლება მნიშვნელობით Passed.

ხოლო, ქულათა პროცენტული რაოდენობა 0-დან 60-მდე, ჩაეთვლება მნიშვნელობაში “Not Passed”.

# ტესტის გავლა

## გამოქვეყნებული ტესტების სიის ნახვა

სიაში ხელმისაწვდომი ტესტების გავლა შეუძლია სტუდენტს თუ მას აქვს შესაბამისი წვდომის კოდი.

![](/files/Za5LxBZt75WWYZ9AY1ue)

## ტესტის გავლა და შედეგების ნახვა

წვდომის კოდის შეყვანის შემდეგ სტუდენტს გაეხსნება მისთვის დაგენერირებული კითხვების სია, სადაც შეძლებს იმუშაოს ტესტზე.

ტესტის დასრულების შემდეგ კი ნახოს შედეგები.

![](/files/BS8zebiFKOMipPccyWo0)

# სისტემის რეკომენდებული მოთხოვნები

## დომენები, რომლებიც უნდა იყოს გახსნილი

იმისათვის, რომ ExamJet-მა გამართულად იმუშაოს, საჭიროა შემდეგი დომენებისთვის წვდომის დაშვება ქსელური მოწყობილობის დონეზე:

1. examjet.net
2. examjet.com
3. dc.services.visualstudio.com
4. accounts.google.com
5. fonts.gstatic.com
6. [www.gstatic.com](http://www.gstatic.com)

## ExamJet-ის ფუნქციონირებისთვის რეკომენდებული ინტერნეტ-სისწრაფე

ExamJet-ი ოპტიმიზირებულია ნელ და არასტაბილურ ინტერნეტზე. მიუხედავად ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ინტერნეტის სისწრაფის მინიმალური მოთხოვნები:

### Tester – 100 სტუდენტის ერთდროული გამოცდა

* ინფორმაციის გაგზავნა - 500 kB/s
* ინფორმაციის მიღება - 500 kB/s

{% hint style="info" %}
სტუდენტთა ერთდროული სესიების გათვალისწინებით, საჭიროა, რომ ინტერნეტზე წვდომის სისწრაფეც შესაბამისად შეიცვალოს
{% endhint %}

# სიახლეები ExamJet-ში

[ExamJet-ის უახლესი ვერსიაა 1.18](/siakhleebi/v1.18)

# v1.15

## Test Management

### ტესტის ჩატარება სტუდენტთა წინასწარ განსაზღვრული სიის გარეშე

ამ ტიპის ტესტით შესაძლებელია შექმნათ და გამოაქვეყნოთ ტესტი, სადაც სტუდენთა წინასწარ განსაზღვრული სია არ არსებობს.

მეტი ინფორმაცია:

### შეფასების სისტემის ცვლილება ტესტის რედაქტირებისას

რეპორტების კომპლექსურობის თავიდან ასარიდებლად აღარ არის შესაძლებელი შეფასების სისტემის ცვლილება ტესტის რედაქტირებისას.

## ანალიტიკა

### რეპორტი სტუდენტის მიხედვით

ამიერიდან რეპორტი ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდენტის სახელით ძებნის შედეგად.

# v1.18

## Question Type: File Upload

დავამატეთ ახალი კითხვის ტიპი - File Upload, სადაც სტუდენტს კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ფაილების ატვირთვის სახით.

## Import Questions

ახლა უკვე შესაძლებელია Essay-ს ტიპის კითხვების იმპორტიც Excel-ის ფაილიდან